“დელტამ” სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა
Aa
Aa

“დელტამ” სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა

სუპერლიგის ფინალური სერია ქუთასიში დაიწყო. შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა და მიმდინარე ჩემპიონატის რეგულარულში პირველ ადგილზე გასულმაქუთაისმასაკუთარ მოედანზედელტასთანწააგო და სერიაში 0:1 ჩამორჩენასთან ერთად მოედნის უპირატესობა დაკარგა. მატჩის პირველი ნახევარი თანანარი გახლდათ და ის მასპინძელთა ერთქულიანი უპირტაესობით – 39:38 დასრულდა. გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე პერიოდი, რომელიცდელთამ” 13 ქულით – 32:19 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 12 ქულით გალიდერდა.

ქუთაისმადასკვნით მეოთხედში ცდა არ დააკლო, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა სტაბილურად მოთამაშედელტასკალათბურთელთა დემობილიზება. ლაფანაშვილის გუნდის წევრები კონცენტრაციას არ კარგავდნენ და ყველა იმ მცდელობას, რომელსაცქუთაიიმატჩის გადასარჩენად მიმართავდა, ჩანასახშივე ძირკვავდნენ. მაქსიმუმი, რაც მასპინძლებმა მოახერხეს, ჩამორჩნის 5 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდდელტამ” 90:83 იმარჯვა და საჩემპიონო გზას შეუყვა.

დღევანდელ მატჩშიდელტამტრადიციისამებრ გუნდურად ითამაშა. 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 19 ქულით, 8 ჩაჭრით, 5 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო ერიქ ნოთიჯი. 16 ქულა მოაგროვა მალკოლმ დრამრაითმა, საბა ლობჯანიემ და ბექა ბექაურმა 14-14 ქულა მიითვალეს. “ქუთაისშისაუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი – 24 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი. 19-19 ქულა მოაგროვეს გიორგი ბარბაქაძემ და ჯონათან ლიმ.

ფინალური სერიის მეორე მატჩი ქუთაისის ოლიმპიურ სასახლეში 24 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები