ქვილითაია:''თუ შანსს არ მომცემთ, გუნდიდან წავალ''
Aa
Aa

ქვილითაია:''თუ შანსს არ მომცემთ, გუნდიდან წავალ''

საფეხბურთო კლუბ ''გენტის'' ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია voetbalprimeur-ს ესაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ ბელგიური კლუბი დატოვოს.

გიორგი ქვილითაია: ''შემიძლია ბურთის დაჭერა, პასის გაკეთება, თუმცა განსაკუთრებით გოლების გატანა მიყვარს. კარგად ვთამაშობ თუ ცუდად მნიშვნელობა არ აქვს. როცა ვერ ვიტან, ბედნიერი არ ვარ.

აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. გასული წელი ჩემთვის რთული იყო, თუმცა გუნდში დარჩენა მსურს. სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელებს შევხვდები და მათთან ვისაუბრებ. თუ შემდეგ სეზონში შანსს არ მომცემენ, წასვლას გადავწყვეტ. თამაში მინდა.

ახლა მხოლოდ დარჩენილ ორ მატჩზე, ''ანტვერპენთან'' და ბრიუსელის ''ანდერლეხტთან'' შეხვედრებზე ვფიქრობ.''

25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის რეგულარულ სეზონში 4 მატჩში 3 გოლი შეაგდო. რაც შეეხება ფლეი-ოფის მატჩებს, ხუთ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, თუმცა გასულ ტურში ლიეჟის ''სტანდარდთან'' საგოლე გადაცემა შეასრულა და ამ გოლით ''გენტმა'' 3 ქულა მოიპოვა.

ქვილითაიას თბილისის ''დინამოში,'' უნგრულ ''დიორ ეტოში,'' თბილისის ''დინამოსა'' და ვენის ''რაპიდში'' უთამაშია. 2018 წლის ზაფხულში ავსტრიული კლუბიდან ''გენტში'' გადავიდა.

ფოტო: kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები