მოკრივე, რომელმაც ჟურნალისტს ძალით აკოცა, დისკვალიფიკაციით დასაჯეს
Aa
Aa

მოკრივე, რომელმაც ჟურნალისტს ძალით აკოცა, დისკვალიფიკაციით დასაჯეს

კალიფორნიის შტატის სპორტულმა კომისიამ კუბრატ პულევს დროებით რინგზე გასვლა აუკრძალა. როგორც მოგეხსენებათ ბოგდან დინუსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ბულგარელმა მოკრივემ ჟურნალისტს ძალით აკოცა და ქალბატონის თქმით ეთერს მიღმა უკანალზეც შეეხო.

პულევმა თავდაპირველად ბოდიშის მოხდაზე კატეგორიული უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ის და ჯენი რავალო (ჟურნალისტი) მეგობრები იყვნენ. თუმცა მოგვიანებით იძულებული გახდა უკან დაეხია და მოიბოდიშა.

რამდენიმე საათის წინ პულევის საქმე კალიფორნიის შტატის სპორტულმა კომისიამ განიხილა. მათ კუბრატს რინგზე გასვლა 22 ივლისამდე აუკრძალეს და სექსუალური შევიწროების პრევენციის კურსის გავლა დაავალეს. ამასთან ერთად პულევს 2500 დოლარის გადახდა დაეკისრა, რომელიც ინციდენტიდან 6 თვის განმავლობაში უნდა დაფაროს.

აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროების პრევენციის კურსის გავლის შემდეგ პულევს კალიფორნიის შტატის სპორტული კომისიის წარმომადგენლებთან მოუწევს შეხვედრა, რათა დაარწმუნოს, რომ ნამდვილად სწორ გზას დაადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში კალიფორნიაში მოკრივის ლიცენზიას ვერასდროს მიიღებს.

ცხელი ამბები