Aa
Aa

არის მესამე! ტოჩინოშინმა დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა

ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე „ნაცუ ბაშოზე“ წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. საწყის ორ დაპირისპირებაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ლევანმა დღესაც იმძლავრა და აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას, ოკინოუმის სძლია.

როგორც მოსალოდნელი იყო გორგაძემ აქტიურად დაიწყო, თუმცა ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ოკინოუმი ლევანს ღირსეულად დაუხვდა და რამდენჯერმე უპირატესობის მოპოვებაც სცადა, მაგრამ ტოჩინოშინმა მეტოქეს გასაქანი არ მისცა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ხვალ ჩვენებური რიკიში მესამე მაეგაშირა ტამავაშის შეერკინება. ლევანს მასთან 22 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და სასურველი შედეგის დაფიქსირება 15-ჯერ მოახერხა. თუმცა აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 5 ჯახიდან 3 ტამავაშის ტრიუმფით დასრულდა.

როგორც მოგეხსენებათ გორგაძეს ოძეკობის დასაბრუნებლად იბრძვის და მიზნის მისაღწევად 15-დან 10 ბრძოლის მოგება სჭირდება.

ცხელი ამბები