ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "რონალდუ იბრას ჰგავს"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანუ რონალდუ ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა. იტალიელმა სპეციალისტმა ორი სუპერვარსკლავის შესახებ თავისი წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

„ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან რონალდუ სხვებზე ერთი თავით მაღლა დგას. კრიშტიანუს შეუძლია ყოველ დღე ახალი მიზანი დაისახოს და მის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთოს“.

„რონალდუ 34 წლისაა და ფაქტობრივად ყველაფერი მოგებული აქვს, თუმცა გამარჯვების წყურვილს არასდროს კარგავს“.

“ჩემი აზრით კრიშტიანუსგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ჩემ შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა".

„მაგალითიც შემიძლია მოგიყვანოთ. შაბათობით ვარჯიშზე მატჩს ვმართავთ და რონალდუ სიამოვნებას იმ შემთხევაში იღებს, თუ იგებს. იბრას შესახებ წიგნშიც ზუსტად იგივე დავწერე. ორივე ფეხბურთელი მაშინაა ბედნიერი თუ გამარჯვების მოპოვებას ახერხებს".

„მილანში ყოფნისას იბრაჰიმოვიჩთან ვიმუშავე. ზლატანს თანაგუნდელების მიერ გაკეთებული არაზუსტი გადაცემები მუდამ აღიზიანებდა. ერთხელ "იბრას" გავესაუბრე და ვუთხარი, რომ ყველა მის დონეზე რომ ყოფილიყო „როსონერის“ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა, რონალდუს შემთხვევაშიც ზუსტად ასეა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები