ჯოშუა:
Aa
Aa
23 აპრილი 2019  |  11:48

ჯოშუა: "მილერი ჩემთან ორთაბრძოლის გამართვას არ იმსახურებს"

29 წლის ბრიტანელი მოკრივე, ენტონი ჯოშუა ჯარელ მილერთან დაკავშირებულ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ წესითა და რიგით 2 ივნისს ჯოშუას ამერიკაში სადებიუტო შეხვედრა სწორედ მილერის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა ჯარელს სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და ლიცენზია შეუჩერეს.

ჯოშუამ Youtube-ის საკუთარ გვერდზე სამომავლო გეგმებთან ერთად ამერიკელი მებრძოლის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს შეეხო და განაცხადა: „არ მსურს ჯარელის შესახებ ბევრი ვილაპარაკო. ჩემს ხასიათში არ ზის წაქცეულ ადამიანს პრობლემები დავუმატო. უცნაურია ეს ყველაფერი პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფრაზების შემდეგ რომ მოხდა“.

„ჯარელს სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ დღესდღეობით აშკარაა, რომ მილერი ჩემთან ან მძიმე წონითი დივიზიონის რომელიმე წარმომადგენელთან ორთაბრძოლის გამართვას არ იმსახურებს“.

„არ ვიცი უახლოეს პერიოდში რა მოხდება. ჩემზე არაფერია დამოკიდებული. გადაწყვეტილება კრივის მმართველმა ორგანომ უნდა მიიღოს, თუმცა ვიმედოვნებ კითხვის ნიშნები არ დარჩება“.

აღსანიშნავია, რომ ჯოშუას პრომოუტერმა, ედი ჰირნმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრიტანელის მომდევნო ოპონენტის ვინაობა 72 საათში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები