თბილისში დავით კვაჭაძის სახელობის კრივის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა
Aa
Aa

თბილისში დავით კვაჭაძის სახელობის კრივის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე ევროპის ჩემპიონის, დავით კვაჭაძის სახელობის კრივის მე-3 საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ტურნირში 7 ქვეყნის უფროსი ასაკის მოკრივეები ასპარეზობენ. თბილისს სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და ჩეხეთის ნაკრებები ეწვივნენ.

ტურნირი, რომელიც ბ კატეგორიისაა და შეტანილია ევროპის კრივის ფედერაციის ოფიციალურ კალენდარში, საზეიმოდ გაიხსნა.

ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსთან, ირაკლი დოლაბერიძესთან და კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, დავით წიკლაურთან ერთად დაესწრო.

სპორტსმენებსა და გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონმა დავით კვაჭაძემ მიმართა.

18 აპრილს ნახევარფინალები ჩატარდება, ხოლო 20 აპრილს ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება

ცხელი ამბები