Aa
Aa

რასელ უილსონმა "სიეტლ სიჰოქსთან" გაახანგრძლივა

„სიეტლ სიჰოქსის“ სუპერვარსკლავმა, რასელ უილსონმა, გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 30 წლის ქორთერბექმა აარონ როჯერსის შედეგი გააუმჯობესა და NFL-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.

უილსონი „სიეტლში“ 2023 წლამდე დარჩება და 140 მილიონ დოლარს მიიღებს. რასელმა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესახებ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოს მეშვეობით ამცნო.

„სიჰოქსმა“ უილსონი 2012 წლის დრაფტის მესამე რაუნდში აირჩია. რასელს დიდ მომავალს არავინ უწინასწარმეტყველებდა, თუმცა 30 წლის მოთამაშემ „სიეტლის“ გულშემატკივრების გაოცება მოახერხა.

რასელის წინამღძოლობით „სიჰოქსი“ პლეიოფში უკანასკნელი 7 სეზონიდან 6-ში გავიდა და „სუპერ ბოულის“ დასაკუთრებაც მოახერხა. უილსონმა და კომპანიამ ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა ორჯერ მიიღეს და სანუკვარი თასის მოპოვება ერთხელ მოახერხეს. შარშან „სიეტლმა“ 16 მატჩიდან 9 მოიგო, თუმცა პლეიოფში „დალასის“ წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა.

ცხელი ამბები