Aa
Aa

დრამატული ფინალი! ირაკლი მწითურმა რუს მეტოქეს ბრინჯაოს მედალი 5 წამით ადრე გამოჰგლიჯა!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 92 კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ირაკლი მწითური და რუსი მაგომედ კურბანოვი დაუპირისპირდნენ.

მწითურმა ბრინჯაოს მედალი საოცრად დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა.

მთელი ბრძოლის დროს თითქოს უპირატესობას რუსი ფალავანი ფლობდა, თუმცა დროს ამოწურვამდე 5 წამით ადრე მწითურმა მეტოქე ხაზს მიღმა გადაიყვანა და ანგარიში გაათანაბრა - 3-3. გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

აქვე გეტყვით, რომ 61 კგ კატეგორიის ფინალში ბექა ლომთაძე სომეხ არსენ არუთინიანთან 11-17 დამარცხდა.

74 კგ კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ავთანდილ კენჭაძე გახდა, რომელმაც უკრაინელ მიხაილოვს დამაჯერებლად 12-1 სძლია და მედალი ლამაზ სტილში მოიპოვა.

დღესვე 125 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იბრძოლებს.

გენოს მეტოქე გამოცდილი და უძლიერესი თურქი ფალავანი ტაჰა აკგული იქნება.

ცხელი ამბები