Aa
Aa

კვეკვესკირის საგოლე გადაცემა და მორიგი 3 ქულა

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში ''ტობოლმა'' საკუთარ მოედანზე ''აქტობე'' 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა მეორე გოლი მე-80 წუთზე ნიკა კვეკვესკირის საგოლე გადაცემის შემდეგ მაქსიმ ფედინმა გაიტანა.

''ტობოლის'' სასტარტო შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშეს. კანკავა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა, ხოლო კვეკვესკირი - საყრდენი ნახევარმცველის.

მიმდინარე სეზონში ''ტობოლმა'' ყაზახეთის პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა. ოთხ შეხვედრაში ''ტობოლმა'' 10 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

ყაზახეთის ჩემპიონატში ''ტობოლი'' შემდეგ მატჩს 13 აპრილს სტუმრად ''ოკჟეტპესის'' წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები