ფიგუ - რატომ წავედი
Aa
Aa

ფიგუ - რატომ წავედი "რეალში"?

ლუიშ ფიგუს სახელს "ბარსელონას" ქომაგები ალბათ ვერასდროს დაივიწყებენ. მეოცე საუკუნის ბოლო წლებში პორტუგალიელი "ბლაუგრანას" ვარსკლავი იყო, თუმცა სულ მალე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და "ბარსას" მოსისხლე მტრის, "მადრიდის რეალის" რიგებში წავიდა სათამაშოდ.

კატალონიური გრანდის გულშემატკივრები ფიგუს ღალატს არასდროს აპატიებენ. თავად პორტუგალიელმა კი სკანდალური გადაწყვეტილების განმაპირობებელი მიზეზების შესახებ MARCA-სთან ისაუბრა. 

რატომ წავედი "რეალში"?

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავ. იმ პერიოდში საერთაშორისო აღიარების მოპოვება მსურდა. ასევე მინდოდა ეკონომიკური სარგებელი მენახა, ჩემი პრესტიჟი ამაღლებულიყო და ტიტულები მომეგო".

ამ საკითხის გარდა ფიგუ რამდენიმე საკმაოდ საინტერესო თემას შეეხო.

კარიერის სამი საუკეთესო მომენტი

"პირველი, როცა ლისაბონში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ. მეორე - როცა "ბარსელონაში" გადავედი და "ბლაუგრანას" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე. მესამე მადრიდში წასვლა და "რეალის" მაისურის მორგებაა და მეოთხე კარიერის ბოლოს, "ინტერში" გატარებულ პერიოდს უკავშირდება".

საუკეთესო მწვრთნელი

"კრუიფთან მუშაობის ბედნიერება მქონდა. იგი ნამდვილი ოსტატი იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. კრუიფის გარდა კეირუშთან, დელ ბოსკესთან და მოურინიოსთან ვიმუშავე. მათგან ერთის გამორჩევა ძალიან ძნელია".

სამი საუკეთესო თანაგუნდელი

"რაული, რომელიც მუდამ მხარში მედგა. რონალდო, რადგან ფენომენალური ფეხბურთელი იყო და ბევრი გოლი გაჰქონდა და რა თქმა უნდა ზიდანი, რომელიც ელეგანტური მოძრაობებით გამოირჩეოდა".

იმსახურებს რამოსი ოქროს ბურთს?

"ჩემი აზრით კი! მცველისთვის, ისევე როგორც მეკარისთვის ოქროს ბურთის მოგება ადვილი არაა, თუმცა კანავარომ ეს შეძლო. ვფიქრობ ბევრი რამ კონკრეტულ მომენტზეა დამოკიდებული. თუ საფეხბურთო კლასის მხრივ ვიმსჯელებთ, მაშინ რამოსი "ოქროს ბურთის" მოგებას ნამდვილად იმსახურებს".

"ბერნაბეუ"

"ბერნაბეუ" განსაკუთრებული სტადიონია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მქონდა ბედნიერება მადრიდში 5 წელი გამეტარებინა და ეს პერიოდი არასდროს დამავიწყდება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები