Aa
Aa

ტოჩინოშინის დამაჯერებელი გამარჯვება! ხვალ გადამწყვეტი ბრძოლა შედგება

"ჰარუ ბაშოს" მე-14 დღეს კადობანში მყოფი ტოჩინოშინი თავისთვის უხერხულ მეტოქეს ტამავაშის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

დღემდე ლევან გორგაძეს სეკივაკე ტამავაშისთან 21 ბრძოლა ჰქონდა გამართული, რომელთაგან 14-ში გამარჯვება ქართველს დარჩა.

ქართველი ოძეკი დოჰიოზე უდიდესი მოტივაციით იყო გამოსული და ეს მას პირველივე წამებიდანვე ეტყობოდა. ტამავაშიმ სასტარტო დაჯახება აიცილა და განმეორებითი ცდა გახდა საჭირო, თუმცა ამას ლევანზე გავლენა არ მოუხდენია და ბრძოლა დიდი უპირატესობით წარმართა და დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა.

ბაშოს დასკვნით დღეს ტოჩინოშინი სეკივაკე ტაკაკეიშოს შეხვდება, რომელთან დაპირისპირებაც ძალიან უჭირს. აქამდე ლევანი მას 6-ჯერ შეხვდა და 5 შემთხვევაში მარცხი განიცადა.

მიმდინარე ბაშოზე ტაკაკეიშოს ბალანსი 9-6-თან აქვს და კაჩი-კოში უკვე განაღდებული აქვს.

ტოჩინოშინისთვის ხვალ ფინალია, რომელიც მისთვის ოძეკის სტატუსს გადაწყვეტს.

ცხელი ამბები