Aa
Aa

მოურინიო: "ლივერპულს" პრემიერ ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდება"

იურგენ კლოპის „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის ლიდერობა დაკარგა. გერმანელი სპეციალისტის შეგირდებმა „მერსისაიდულ“ დერბიში სამი ქულის აღება ვერ მოახერხეს და პირველი ადგილი „მანჩესტერ სიტის“ გადაულოცეს.

ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ „ლივერპულს“ მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა „წითლების“ შესახებ Be in Sports-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და განაცხადა: „ლივერპული“ იგივე გუნდი აღარაა, როგორიც რამდენიმე თვის წინ იყო. მაშინ ყველაფერი მათ სასარგებლოდ ვითარდებოდა“.

„მერსისაიდელებს“ პატარ-პატარ პრობლემები აქვთ. გარკვეული პერიოდის მანძილზე ჯეიმს მილნერი კლოპის გუნდის საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ. ახლა კი სათადარიგო სკამზე იმყოფება. რატომ? რადგან ფორმაში არაა და გადაღლილია. რობერტო ფირმინოსთან მიმართებითაც იგივე ხდება. „წითლებს“ პრემიერ ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ“.

„ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს და „ლივერპულს“ სწორედ ეს პერიოდი უდგას. ასეთ დროს მომენტების მაქსიმალურად გამოყენება აუცილებელია. „ჩელსიში“ ყოფნისას „ქპრ“-სთან საშინლად ვიასპარეზეთ, თუმცა ბოლო წუთებზე გოლი გავიტანეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. სეზონის ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ წარმატებას მაინც მივაღწიეთ. „ლივერპულიც“ ასეთ სიტუაციაში იმყოფება. განსხვავება ისაა, რომ სასურველი შედეგის დაფიქსირებას ვერ ახერხებს“.

ასევე იხილეთ - გიჟი სუპერმარიო! ბალოტელიმ მაკრატელა გაიტანა და შემდეგ სელფი გადაიღო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები