რაკიტიჩს
Aa
Aa

რაკიტიჩს "ინტერთან" სიტყვიერი შეთანხმება აქვს

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის ზაფხულიდან ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" მაისურით ითამაშებს, ივან რაკიტიჩის წასვლის შესახებ ესპანური პრესა სულ უფრო აქტიურად წერს.

თავად ხორვატს წასვლა არ სურს და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების მომხრეა.

ცნობილი ფაქტია, რომ ვალვერდე ყველაზე ხშირად სწორედ რაკიტიჩს იყენებს. ეს ყველაფერი კი გუნდში მის უდიდეს როლზე მიუთითებს.

დღს Football Italia-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 წლის ხორვატს მილანის "ინტერთან" სიტყვიერი შეთანხმება მიღწეული აქვს.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ თუ "ბარსა" რაკიტიჩს შესაბამის პირობებსა და გარანტიებს ვერ მისცემს, ფეხბურთელი გუნდს დატოვებს და მისი შეძენის შესაძლებლობა პირველს სწორედ "ინტერს" ექნება.

შეგახსენებთ, რომ რაკიტიჩს კლუბთან არსებული ხელშკერულება 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. ის "კამპ ნოუზე" 2014 წლიდან ასპარეზობს.

ასევე იხილეთ - პარატიჩიმ დაადასტურა! „იუვენტუსი“ იკარდის ტრანსფერითაა დაინტერესებული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები