პარატიჩიმ დაადასტურა! „იუვენტუსი“ იკარდის ტრანსფერითაა დაინტერესებული
Aa
Aa

პარატიჩიმ დაადასტურა! „იუვენტუსი“ იკარდის ტრანსფერითაა დაინტერესებული

„ინტერის“ ერთ-ერთ ლიდერს, მაურო იკარდის, გუნდში სერიოზული პრობლემები აქვს. არგენტინელ თავდამსხმელს რამდენიმე დღის წინ კაპიტნობა ჩამოართვეს, რის მიზეზადაც თანაგუნდელებთან უთანხმოება სახელდება.

იტალიური გამოცემების ცნობით იკარდის მილანური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაუროს აგენტი და ამავდროულად მისი მეუღლე, ვანდა ნარა, ამტკიცებს, რომ არგენტინელი „ნერაძურის“ რიგების დატოვებას არ აპირებს, თუმცა მასმედიის წარმომადგენლები სხვა აზრზე არიან.

იკარდის გადაბირებით „ტურინის იუვენტუსია“ დაინტერესებული. „ბიანკონერიმ“ 25 წლის შემტევის შესახებ „ინტერისგან“ ინფორმაცია გამოითხოვა, რაც „ბებერი ქალბატონის“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმაც, დაადასტურა.

„ინტერისგან“ გარკვეული ინფორმაციის მიღება ვცადეთ. გვაინტერესებდა რას ფიქრობდა იკარდი „იუვეში“ თამაშზე“.

„ნერაძურის“ მესვეურებს შევატყობინეთ, რომ თუ იკარდი კლუბის შეცვლის სურვილს გამოთქვამდა „იუვენტუსი“ მისი ტრანსფერით დაინტერესდებოდა. აქ განსაკუთრებული არაფერია. ამას კლუბები რეგულარულად აკეთებენ“.

„იკარდის აგენტთან კონტაქტი არ დაგვიმყარებია. ახლა თებერვალია, მაურო "ინტერის" ფეხბურთელია, ჩვენ კი წინ ურთულესი ბრძოლების გადატანა გველის. ამ თემას ალბათ ივნისში დავუბრუნდებით“.

ასევე იხილეთ - უქმეების TOP 10 გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები