კოვაჩი:
Aa
Aa

კოვაჩი: "ასეთი შეცდომები "ლივერპულის" წინააღმდეგ არ უნდა დავუშვათ"

მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის 22-ე ტურში "აუგსბურგს" სტუმრად 3:2 სძლია და "ლივერპულთან" მატჩზე გადაერთო.

შეხვედრის შემდეგ "რეკორდმაისტერის" თავკაცი ნიკო კოვაჩი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და აღნიშნა, რომ მსგავსი მოქმედებებით "ლივერპულთან" დაპირისპირება ცუდად დასრულდება.

"დაცვაში ასეთი შეცდომები "ლივერპულის" წინააღმდეგ არ უნდა დავუშვათ. თუ "მერსისაიდელთა" შემტევ ტრიოს ასეთ სივრცეებს მივცემთ და გავატარებთ, ძალიან დიდი საფრთის წინაშე დავდგებით.

სწორედ ამიტომ არის საჭირო ბურთის კონტროლი და დისციპლინირებულად თამაში.

თუ, შენ თავს კარგად არ იცავ და მეტოქეს გაქცევის საშუალებას აძლევ, ბუნდესლიგაში მყოფ ნებისმიერ გუნდს შეუძლია, რომ გაგიტანოს.

ვფიქრობ, "აუგსბურგმა" სამჯერ დაარტყა და აქედან ორი გოლად აქცია. ჩვენი პრობლემაც სწორედ ეს არის. მთელი სეზონის განმავლობაში ყოველი დარტყმული გაგვდის.

როცა უბურთოდ ვთამაშობთ ისე არ ვმოქმედებთ, როგორც მე მოველი. ჩვენი ინდივიდუალური შეცდომები გოლის გაშვებად გვიჯდება".

 

ასევე იხილეთ - მარსიალი და ლინგარდი ''ჩელსისთან'' და ''ლივერპულთან'' მატჩებს გამოტოვებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები