Aa
Aa

ენტონი ჯოშუამ დაადასტურა! პირველ ივნისს მილერის წინააღმდეგ!

29 წლის ბრიტანელი მოკრივე, ენტონი ჯოშუა, კრივის მექაში, ნიუ-იორკში, სადებიუტო შეხვედრას პირველ ივნისს ჩაატარებს და ჯარელ მილერს შეერკინება. ეს ინფორმაცია თავად ჯოშუამ გაავრცელა.

WBA-ის, IBF-ის, WBO-ს და IBO-ს ეგიდით მსოფლიო ჩემპიონმა Youtube-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა: „პირველ ივნისს, ნიუ-იორკში მდებარე „მედისონ სქუეარ გარდენში“ ჯარელ მილერს დავუპირისპირდები“.

„უემბლი“ ჩემს გულთან ძალიან ახლოს დგას და ორთაბრძოლის ჩასატარებლად შესანიშნავი ადგილია. პატარა დარბაზებშიც მიჩხუბია და დიდ სტადიონებზეც, მაგრამ ბრიტანეთში მდებარე მოედნებზე დაპირისპირების გამართვა უდიდესი პატივი გახლდათ... თუმცა ახლა ცვლილებების დროა“.

„მძიმეწონით დივიზიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მთავარი მიზანი დაუმარცხებელი ჩემპიონის გამოვლენა იყო. მე და დეონტეი უაილდერი მოქმედი ჩემპიონები ვართ. ჩვენ 13 აპრილს ორთაბრძოლის გამართვა გვსურდა, მაგრამ რაღაცები შეიცვალა, კრივში რა პოლიტიკას ატარებენ თქვენც მშვენივრად მოგეხსენებათ". 

"საბოლოოდ იძულებული გავხდით სხვა შემოთავაზებები განგვეხილა. ერთ-ერთი ვარიანტი ჯარელ მილერი გახლდათ. დარწმუნებული ვარ წინ ბრწყინვალე ორთაბრძოლა გველის, იგი დაუმარცხებელი მებრძოლია“.

ცხელი ამბები