მსოფლიოს საუკეთესო 10 ძიუდოისტიდან 7 ქართველია
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველა წონით კატეგორიაში მსოფლიოს 10 საუკეთესო ძიუდოისტს შორის საქართველოს ნაკრების 5 წევრია.
პირველ ადგილს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იკავებს, მეორე მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილია, მესამე პოზიციაზე კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილია (90 კგ).
მეხუთე პოზიციაზე რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეა (60 კგ).
ასევე სიაში არიან ვაჟა მარგველაშვილი , ამირან პაპინაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი
რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი კარიერაში მესამედ მოიგო.
