დათუნაშვილი: ''ჩემი თანაგუნდელები სისტემის შიშს განიცდიან''
ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი ფიქრობს, რომ მისი თანაგუნდელები სისტემის შიშს განიცდიან. დათუნაშვილმა ამ თემაზე ''სპორტი იმედზე'' სტუმრობისას განაცხადა.
ზურაბ დათუნაშვილი: ''ჩემმა თანაგუნდელებმა პირად საუბარში მხარდაჭერა გამომიცხადეს, თუმცა ასევე მითხრეს, რომ საჯაროდ ვერ გამოჩნდებოდნენ. ეს ადამიანები სისტემის შიშს განიცდიან. მე ჩემი აზრი გამოვთქვი და ამის გამო გვერდით გამწიეს, დავიბლოკე.''
შეგახსენებთ, დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დათუნაშვილი კარიერას დაასრულებს ან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზებს.
ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი ჯერ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა, შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძე. ამ შეხვედრის შემდეგ გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს ნანობს.