ზურაბ დათუნაშვილი: "ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უბრალოდ ჩემი გაჩუმება სურს და თავისი სკამის შენარჩუნება"
ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი ფიქრობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საუბარი შერიგებაზე მხოლოდ მისი თანამდებობის შენარჩუნების მიზნით ხდება.
ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს და შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს ნანობს.
ასევე ნახეთ - მიხეილ ყაველაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა