შავდათუაშვილის წარმატებული სტარტი პარიზის გრანდ სლემზე
პარიზის გრანდ სლემი ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი ვიკტორ სვორტკოვი დაამარცხა. შავდათუაშვილმა მეტოქის ძლევა დამატებით დროში ვაზარით მოახერხა.
შავდათუაშვილის შემდეგი მეტოქე ბერძენ გეორგიოს ზოდისისა და ტაჯიკელ ბეჰრუზი ხოჯაზოდას შორის გამარჯვებული იქნება.
60 კგ. წონით კატეგორიაში თამაზ ნოზაძემ პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში კი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. მისი შემდეგი მეტოქე საფრანგეთის წარმომადგენელი ვინსენტ ლიმარი იქნება. ანალოგიურად პირველ წრეში ჯაბა პაპინაშვილმა დაისვენა, მეორე წრეში კი ლუკა მხეიძე დაამარცხა, რომელიც საფრანგეთის სახელით ასპარეზობს. პაპინაშვილი შემდეგ ეტაპზე ყაზახეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ჯაბა პაპინაშვილი 60 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის.
ვაჟა მარგველაშვილმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში კი ფრანგი კევინ აზემა იპონით დაამარცხა. მისი შემდეგი მეტოქე იტალიელი მატეო მედვესი იქნება.
73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილი პირველივე შეხვდრაში დამარცხდა. ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ნიკოლოზ ჭიკაიძე, რომელმაც მონღოლი მუხანბარ ნერგუის ბარიერი ვერ დაძლია.
#JudoParis2019
— FF Judo (@ffjudo_officiel) February 9, 2019
A 10h, l’AccorHotels Arena continue de se remplir et la compétition bat déjà son plein !
???????? : Suivez nos Français et tous les combats en live sur le site FFJudo : https://t.co/V8dXwFzcrr
???? : Retrouvez toutes les coulisses de l’événement sur instagram : FFJudo pic.twitter.com/2Bp8xNohV0