Aa
Aa

"სიცოცხლისთვის ვიბრძვი" - რონალდუს დედა სიმსივნეს მეორედ ებრძვის

კრიშტიანუ რონალდუს დედამ დოლორეს ავეირუმ ერთ-ერთ პორტუგალიურ ტელევიზიასთან საუბრისას სამწუხარო ინფორმაცია გაასაჯაროვა.

რონალდუს დედას სიმსივნესთან ბრძოლა უკვე მეორედ უწევს.

"მადრიდში მეორე მკერდზე გამიკეთეს ოპერაცია. მე სხივური თერაპია გავიკეთე და ახლა სიცოცხლისთვის ვიბრძვი. ამის შესახებ არავინ არაფერი იცის".

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს დედას 2007 წელს მკერდის სიმსივნის გამო უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია და ამჯერად მას ბრძოლა კვლავ მოუწევს.

ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით რონალდუს კომენტარი არ გავრცელებულა.

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუმ 2009 წელს, თავის მშობლიურ ქალაქში მადეირაში არსებულ ონკოლოგიურ ცენტრს 100 ათასი ფუნტი შესწირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები