"ბორჯღალოსნების" მზადება რუმინეთთან მატჩისთვის
ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე რაგბი ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ.
წლის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე კლუჟში, მასპინძელ რუმინეთთან გამართავს.
ტრადიციულად, ამ დღეს გათამაშდება რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი“, თამაში კი ქვეყნებს შორის 300-წლიან ურთიერთობას მიეძღვნება.
რუმინეთის შემდეგ ბორჯღალოსნები კიდევ 4 შეხვედრას გამართავენ.
17 თებერვალს მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ავჭალაში უმასპინძლებს , ხოლო 10 მარტს გერმანიას ქუთაისში „აია არენაზე“ დაუხვდება.
გასვლით მატჩებში კი „ბორჯღალოსნები“ ბელგიაში და რუსეთში იასპარეზებენ.
ლევან მაისაშვილი
ლევან ჩილაჩავა
გელა აფრასიძე