ნურმაგომედოვი:
Aa
Aa

ნურმაგომედოვი: "ჩემს საქციელს არ ვნანობ"

30 იანვარს ნევადას სპორტულმა კომისიამ ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის საქმესთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით ორივე მებრძოლს დისკვალიფიკაცია და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.

UFC-ის ქომაგთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ნევადას სპორტული კომისია უსამართლოდ მოიქცა. მათ აზრს ნურმაგომედოვიც იზიარებს. ხაბიბმა ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი Match Tv-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და განაცხადა: „ცხოვრებაში ბევრი რამ მინანია. სამწუხაროდ დროს უკან ვერ დავაბრუნებ, მაგრამ მაკგრეგორთან ორთაბრძოლის შემდეგ წარმოქმნილი დაპირისპირება ერთ-ერთი მათგანი არაა. მსგავსი რამ 100-ჯერ რომ მომხდარიყო, ასივეჯერ იგივეს გავაკეთებდი“.

„ჩემს საქციელს არ ვნანობ! (მაკგრეგორთან ორთაბრძოლის შემდეგ ამტყდარ ჩხუბზეა საუბარი) ზოგს მოეწონა, ზოგს არა! მნიშვნელობა არ აქვს! ის გავაკეთე, რაც მინდოდა“.

„ვგრძნობ UFC კონორს უჭერს მხარს. მე 10-ჯერ უფრო მეტი თანხის გადახდა მიწევს, ვიდრე მაკგრეგორს. ვფიქრობ ასეთი დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“.

„სპორტში პოლიტიკის ადგილი არაა, თუმცა ჩვენი ორთაბრძოლის დროს მისი გავლენა ნამდვილად იგრძნობოდა. თავდაპირველად UFC-ში ყველაფერი სხვანაირად იყო და პოლიტიკას ადგილი არ ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა“.

ცხელი ამბები