რუდი ლუბერსი - მუჰამედ ალის მეტოქე, რომელიც ამჟამად უსახლკაროა
Aa
Aa

რუდი ლუბერსი - მუჰამედ ალის მეტოქე, რომელიც ამჟამად უსახლკაროა

ჰოლანდიის ყოფილი ჩემპიონის, რუდი ლუბერსის, ისტორიამ კრივის გულშემატკივრები შოკში ჩააგდო. იგი ოდესღაც რინგზე მუჰამედ ალის წინააღმდეგ იდგა და ლეგენდარული მებრძოლის დარტყმებს 12 რაუნდის განმავლობაში უმკლავდებოდა. მათი შერკინება 46 წლის წინ, ჯაკარტაში, შედგა და მსაჯებმა გამარჯვება ამერიკელს მიაკუთვნეს... ახლა კი რუდი უფრო მტკივნეულ დარტყმებს იგერიებს, რომელთა ავტორი არც მეტი არც ნაკლები, ცხოვრებაა.

 

73 წლის ლუბერსი თავის მეორე ნახევართან, რიასთან, ერთად უკანასკნელი ორი თვეა ბულგარეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკიდურეს სიღარიბეში, ცხოვრობს. მისი "სახლი" საშინელ მდგომარეობაში მყოფი ფურგონია, რომელშიც ზამთრის გატარება წარმოუდგენლად რთულია...

რუდი და რია ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გარეშე არსებობენ და უპატრონო ძაღლებს უვლიან. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში რიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა. ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა გამოცემამ მათზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო და რია ამან გადაარჩინა.

ლუბერსი 1964 და 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჰოლანდიის სახელით გამოდიოდა. მუჰამედ ალისთან ორთაბრძოლამ მას 125000 დოლარი მოუტანა და მენტალურად უფრო ძლიერ პიროვნებად აქცია. რუდი საყვარელ ადამიანთან ერთად მუშაობდა, მაგრამ 1999 წელს გაკოტრდა და უსახლკარო ადამიანის ცხოვრების დაწყება მოუწია...

 

„ერთხელ ალიმ მითხრა - რუდი შენ ერთადერთი თეთრკანიანი ხარ, ვისგანაც რაღაც ახალი ვისწავლე. მე და ალი კარგი მეგობრები ვიყავით. ორთაბრძოლის გამართვიდან რამდენიმე წლის შემდეგ იგი ჰოლანდიაშიც ჩამოვიდა“.

რუდის საყვარელი საქმიანობა ძველებურად უყვარს, თუმცა თანამედროვე კრივის დიდი ქომაგი არაა: „კრივი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს სპორტი შეიცვალა. თანამედროვე კრივი უფრო ქუჩურ ჩხუბს ჰგავს“.

ცხელი ამბები