ტეოფიმო ლოპესი - მოკრივე, რომელიც გამარჯვებას FORTNITE-ის ცეკვით აღნიშნავს
21 წლის მოკრივემ, ტეოფიმო ლოპესმა, სახელი წარმატების აღნიშვნის განსაკუთრებული ფორმის წყალობით გაითქვა. მოწინააღმდეგის ნოკაუტში ჩაგდების შემდეგ იგი რინგზე ცეკვავს. მოძრაობები კი საყოველთაოდ ცნობილი თამაში “Fortnite”-დან გახლავთ გადაღებული.
გამონაკლისი არც ბოლო ორთაბრძოლა აღმოჩნდა. დიეგო მაგდალენოს დამარცხება ლოპესმა ჩვეულ სტილში აღნიშნა და დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
ლოპესის ქცევებმა დიეგოს ძმა და WBO-ის ყოფილი ჩემპიონი, ჯესი მაგდალენო, გააღიზიანა. ამ უკანასკნელმა რინგზე შესვლა და ტეოფიმოსთვის საკადრისი პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ დაცვის წარმომადგენლებმა შეაკავეს.
მაგდალენოს ძმა ერთადერთი არ ყოფილა, ვისაც უარყოფითი ემოციები დაეუფლა. სოციალურ ქსელებში ჰონდურასელს ბრალი მეტოქის უპატივცემულობაში დასდეს და უღირსი პიროვნება უწოდეს.
ასევე იხილეთ - "სასოწარკვეთილი ვარ" - ემილიანო სალას მამის ემოციური განცხადება