ტომ ბრეიდის და ბილ ბელიჩიკის ეპოქა გრძელდება
NFL-ში „ნიუ ინგლენდს პეტრიოთსის“ დომინაცია გრძელდება. გამთენიისას ბილ ბელიჩიკისა და ტომ ბრეიდის გუნდმა „ლოს-ანჯელეს რემსი“ დაამარცხა და სუპერ ბოულის ტრიუმფატორი გახდა.
საჩემპიონო შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სუპერ ბოულის ისტორიაში ყველაზე დაბალშედეგიანი გამოდგა. გუნდები დაცვაში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და მეტოქეებს ქულების მოპოვების საშუალებას არ აძლევდნენ.
მწვრთნელთა ტაქტიკური დუელის გამარჯვებულის ბედი მეოთხე მეოთხედში გაირკვა. ბილ ბელიჩიკის გუნდმა ამ პერიოდში 10 ქულა მიითვალა და საბოლოოდ 13-3 იმარჯვა.
It’s about that time.
— Bleacher Report (@BleacherReport) February 4, 2019
Brady ➡️ Gronk.
Pats score 1st TD of the game.
(via @NFL)pic.twitter.com/ywh3wm7rou
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „ნიუ ინგლენდის“ ვაიდ რისივერი, ჯულიან ედელმენი გახდა. ამ უკანასკნელმა 10 გადაცემა მიიღო და გუნდს 141 იარდი მოუტანა.
„ლოს-ანჯელეს რემსის“ წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტომ ბრეიდისთვის გამოდგა. იგი NFL-ის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ვინს ლომბარდის სახელობის თასს ექვსჯერ დაეუფლა.
Stephon Gilmore was worth every penny
— Bleacher Report (@BleacherReport) February 4, 2019
(via @Patriots) pic.twitter.com/NGVrIZR3NB