ხაბიბმა დაბრუნების თარიღი და სასურველი მეტოქე დაასახელა!
Aa
Aa

ხაბიბმა დაბრუნების თარიღი და სასურველი მეტოქე დაასახელა!

როგორც მოგეხსეენებათ, ნევადას სპორტულმა კომისიამ მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის ორთაბრძოლის შემდეგ ატეხილი ჩხუბის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანა.

ირლანდიელ სპორტსმენს 6 თვიანი, ხოლო დაღესტნელს 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ამასთან ერთად კონორს 50000 დოლარის, ნურმაგომედოვს კი 500000-ის გადახდა მოუწევს.

ნევადას სპორტულმა კომისიამ ხაბიბის ბანაკის წევრებიც დასაჯა. აბუბაკარ ნურმაგომედოვი და ზუბაირა ტუხუგოვი ერთი წლით მოკვეთეს და 25000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

დისკვალიფიკაციის ათვლა 6 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა Match TV-ის ეთერში ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა და მისთვის სასურველი მეტოქე დაასახელა.

"ჩემი პოზიცია კვლავ უცვლელია - სანამ ჩემი ძმა და მეგობარი ოქტაგონზე არ დაბრუნდება, იქამდე დაბრუნებას არც მე ვაპირებ. ის ჩემს გამო არის დასჯილი, რაც უსამართლობა გახლავთ.

უკანასკნელ 9 თვეში სამი ორთაბრძოლა ჩავატარე და მსურს, რომ კვლავ აქტიური ვიყო. ფერგიუსონთან, ან პორიესთან დაპირისპირება ვფიქრობ საინტერესო იქნება.

UFC-ში დარჩენას ვგეგმავ, რადგან აქ საუკეთესოები გამოდიან.

ვინ არის ჩემთვის ყველაზე სასურველი მეტოქე? ასეთი ნამდვილად არსებობს... ეს ჟორჟ სენ-პიერი გახლავთ. ის უდიდესი მებრძოლია ვინც ოდესმე ოქტაგონზე გასულა.

მას ქვედა წონაში ასპარეზობა სურს, რათა სამი დივიზიონის ჩემპიონი გახდეს და ისტორია დაწეროს.

ვფიქრობ, ჩემთვის მასთან დაპირისპირება საინტერესო იქნება. მე ნოემბერში დავბრუნდები და ეს ნიუ იორკში მოხდება. სენ-პიერი კი შორს ნამდვილად არ ცხოვრობს".

ცხელი ამბები