ჯარელ მილერი ენტონი ჯოშუას და დილიან უაითის წინააღმდეგ
Aa
Aa

ჯარელ მილერი ენტონი ჯოშუას და დილიან უაითის წინააღმდეგ

ჯარელ მილერი კოლეგებს ხშირად აკრიტიკებს. ამერიკელი მოკრივე განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ენტონი ჯოშუას უთმობს.

შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელის მომდევნო ოპონენტად სწორედ მილერი განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით მოკრივეების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და შესაძლოა ორთაბრძოლა ივნისში შედგეს. მიუხედავად ამისა ჯარელი არჩეულ გზას არ ღალატობს და ამჯერად ჩვეულ სტილში „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში მოგვევლინა.

„დღესდღეობით ხალხის უმრავლესობას ყველაფერი ხელოვნური მოსწონს. ხელოვნური მკერდი, ხელოვნური უკანალი ან თუნდაც ყალბი ადამიანები და მათი ხელოვნური ქმედებები. ამ ყველაფრის იდეალური მაგალითი გამოთაყვანებული ენტონი ჯოშუაა“.

"ერთი რამ ვიცი! მე მას არ ვგავარ. მე ნამდვილი ვარ! ან ვკვდები ან მიზანს ვაღწევ! ასე რომ იმ ჯამბაზს (ჯოშუა) უთხარით ჩამოყალიბდეს და გადაწყვეტილება მიიღოს. ხომ უნდა ვიცოდე ჩიზბურგერების დიეტა როდის დავიწყო“.

“რაც შეეხება დილიან უაითს, შე ენოტის სახიანო ხორცის მასავ, დროა არჩევანი გააკეთო“!

ასევე იხილეთ - რუს კომიკოსს ნურმაგომედოვისთვის შეურაცხყოფის მიყენება ძვირად დაუჯდა

ცხელი ამბები