ბორჯღალოსნების მზადება „რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის"
„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“დაწყებამდე სატურნიროდ შეკრებილი სანაკრებო რაზმი ორად გაიყო და ერთმანეთში ითამაშა.
შეკრებაზე მყოფ მორაგბეებს „დიდი 10“-ის კლუბების წევრებიც დაემატნენ.
მილტონ ჰეიგის გადაწყვეტილებით შეხვედრაზე დასწრება ყველასთვის თავისუფალი იყო.
შეგახსენეთ , რომ ბორჯღალოსნების საწვრთნელ რაზმში ერთი ცვლილებაა - ფულბეკი სოსო მათიაშვილი დაშავდა და გუნდს რუმინეთთან და ესპანეთთან ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად მწვრთნელებმა გამოცდილ სანდრო თოდუას უხმეს.
პირველ შეხვედრას ბორჯღალოსნები კლუჟში გამართავენ. რუმინეთთან დაპირისპირება 9 თებერვალს საქართველოს დროით 16:00 საათზე გაიმართება.
მერაბ შარიქაძე
შალვა მამუკაშვილი
დავით გიგაური