ვერდიქტი ცნობილია! ხაბიბს 9 თვე, კონორს 6!
Aa
Aa

ვერდიქტი ცნობილია! ხაბიბს 9 თვე, კონორს 6!

ნევადას სპორტულმა კომისიამ მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის ორთაბრძოლის შემდეგ ატეხილი ჩხუბის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანა.

ირლანდიელ სპორტსმენს 6 თვიანი, ხოლო დაღესტნელს 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ამასთან ერთად კონორს 50000 დოლარის, ნურმაგომედოვს კი 500000-ის გადახდა მოუწევს.

ნევადას სპორტულმა კომისიამ ხაბიბის ბანაკის წევრებიც დასაჯა. აბუბაკარ ნურმაგომედოვი და ზუბაირა ტუხუგოვი ერთი წლით მოკვეთეს და 25000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

დისკვალიფიკაციის ათვლა 6 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. შესაბამისად მაკგრეგორს ოქტაგონზე დაბრუნება 6 აპრილს შეეძლება. რაც შეეხება ხაბიბს, მას ბრძოლის გამართვის უფლება ივნისში მიეცემა. აღსანიშნავია, რომ თუ იგი ჩაგვრის წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას სასჯელი 6 თვემდე შეუმცირდება.

ნევადას სპორტული კომისიის ვერდიქტს დაღესტნელი მებრძოლის გარემოცვაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა, გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა. ხაბიბმა კი ყველაფერი პოლიტიკას დააბრალა.

ცხელი ამბები