რუს კომიკოსს ნურმაგომედოვისთვის შეურაცხყოფის მიყენება ძვირად დაუჯდა
Aa
Aa

რუს კომიკოსს ნურმაგომედოვისთვის შეურაცხყოფის მიყენება ძვირად დაუჯდა

რუსულ პრესაში ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ საინტერესესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ირკვევა დაღესტნელი მებრძოლის გარემოცვამ რუს მსახიობს და კომიკოსს, ელდარ ირაზიევს, სცემა.

დაპირისპირება კაფე „ჰოლივუდში“ მოხდა. ირაზიევს ფიზიკური შეურაცხყოფა მაგომედ მაგომედოვმა მიაყენა. ეს უკანასკნელი ის ადამიანი გახლავთ, ვინც მაკგრეგორის მიერ ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმისას ხაბიბს იცავდა.

კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში, ნურმაგომედოვისთვის მიწერილი ტექსტი გახდა, რომელშიც ირაზიევმა დაღესტნელს შეურაცხყოფა მიაყენა. ხაბიბმა კომიკოსი "სალაპარაკოდ" დაიბარა. ელდარმა „საუბრისას“ ბოდიში მოიხადა, თუმცა ნურმაგომედოვის რამდენიმე მეგობარი თავს მას სწორედ ამ მომენტში დაესხა. ანონიმური წყაროების ცნობით ირაზიევს ხაბიბის თვალწინ სცემდნენ.

ინციდენტს თვითმხილველებიც ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი იხსენებს: „ვიდეოჩანაწერები მაშინვე წაშალეს და გვიბრძანეს არავისთვის არაფერი გვეთქვა. ხაბიბი ძალიან მალე წავიდა. ჩვენც ტერიტორიის დატოვებისკენ მოგვიწოდეს, მაგრამ საშინლად ნაცემი ელდარის დანახვა მაინც მოვახერეთ“.

აღსანიშნავია, რომ ირაზიევს პოლიციაში საჩივარი არ შეუტანია.

ცხელი ამბები