გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სასამართლოდ გადაწვეტილებით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბრალდების მხარეს მოითხოვდა როგორც პრეზიდენტის გადადგომას, ასევე მის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ, თუმცა სასამართლომ მხოლოდ 1 მოთხოვნა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.
გიორგი იანტბელიძე - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ირმა ჭკადუა - გეგა გეგეშიძის ადვოკატი
გიორგი კიკაბიძე - ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი
ბექა როყვა - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"შინაგან საქმეთა სამინსიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.