ძიუდოს ნაკრების დაკომპლექტების გეგმა ცნობილია
Aa
Aa

ძიუდოს ნაკრების დაკომპლექტების გეგმა ცნობილია

ძიუდოს ფედერაციამ 2019 წლის ევროპის თამაშებისათვის ეროვნული ნაკრები გუნდის ჩამოყალიბების პროცესში სპორტსმენთა საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობის და ზოგადი მზადების საერთო გეგმა შექმნა.

შეჯიბრების პირველი ეტაპი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, როგორც კონკურენციის, ასევე სალიცენზიო ქულების მოპოვების მიზნით :

  1. არიზი Grand Slam- 9-10 თებერვალი, ერთობლივი ვარჯიშები 11-14 თებერვალი
  2. რომი European Judo Open - 16-17 თებერვალი
  3. დიუსელდორფი Grand Slam - 22-24 თებერვალი, ერთობლივი ვარჯიშები 25-28 თებერვალი
  4. ვარშავა European Judo Open - 2-3 მარტი
  5. მარაკეში Grand Prix - 8-10 მარტი
  6. შვეიცარია European Judo Cup - 9-10 მარტი.
  7. ეკატერინბურგი Grand Slam - 15-17 მარტი.
  8. თბილისი Grand Prix- 29-31 მარტი.  

ზემოაღნიშნულ ტურნირებზე სპორტსმენთა მიერ ნაჩვენები შედეგები იქნება ძირითადი განმსაზღვრელი 2019 წლის ევროპის თამაშებზე ნაკრები გუნდის საბოლოო ფორმირებისათვის. 

გარკვეულ წონით კატეგორიებთან მიმართებაში, ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად საჭიროების შემთხვევაში მწვრთნელთა გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც ანტალიის Grand Prix -ის, ასევე ბაქოს Grand Slam -ის ტურნირები. 

შესაბამისად აპრილი-მაისი-ივნისის თვეების პერიოდი ერთის მხრივ გამოყენებული იქნება უკვე ჩამოყალიბებული ნაკრები გუნდის სპეციფიკური მომზადებისთვის, ასევე მეორეს მხრივ აღნიშნული პერიოდში გაიმართება საკლუბო ჩემპიონატის პირველი სამი ტური, რაც ხელს შეუწყობს ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენილ სპორტსმენთა მოტივაციის ამაღლებას და სპორტული ფორმის შენარჩუნებას. 

საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, რომელნიც ცხოვრობენ რაიონებში და არ აქვთ დედაქალაქში დასარჩენად შესაბამისი პირობები, კონკურენციის პერიოდის დროს სრული ხელშეწყობის მიზნით, სურვილის შემთხვევაში განთავსებული იქნებიან გლდანის ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრში, რა დროსაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ვარჯიშისთვის საჭირო ყველა პირობით.

კვირაში ორჯერ ოთხშაბათს და შაბათს საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს, მიეცემათ საშუალება სატრენაჟორო დარბაზ „ჩემპიონთა აკადემიაში“ ფიზმომზადების კურსის გავლის, რა დროსაც ფინანსური უზრუნველყოფა მოხდება ძიუდოს ფედერაციის მეშვეობით.

საქართველოს ჩემპიონატის მეორე დონე ნაცვლად 16 თებერვლისა ჩატარდება 2019 წლის 6 მარტს.

ცხელი ამბები