Aa
Aa

ბადუ ჯეკის საზარელი ტრავმა

ლას-ვეგასში "MGM" არენაზე გამართული დაპირისპირება ბადუ ჯეკისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცა. ეს უკანასკნელი მარკუს ბრაუნთან დამარცხდა, თუმცა კრივზე მეტად მაყურებელს სხვა რამ დაამახსოვრდა...

მეშვიდე რაუნდში მოკრივეები ერთმანეთს შეეჯახნენ. ბრაუნისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. რაც შეეხება ჯეკს, მან საშინელი ტრავმა მიიღო.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მსაჯი იძულებული გახდა ორთაბრძოლა დროებით შეეჩერებინა. ბადუს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ სიტუაცია მომდევნო რაუნდებში გართულდა, როცა ბრაუნმა მტკივნეული დარტყმები მიაყენა.

დაზიანებამ ჯეკს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სისხლის გამო იგი ვერაფერს ხედავდა, თუმცა ორთაბრძოლის ჩამთავრება მაინც მოახერხა. დაპირისპირების დასრულების შემდეგ ჯეკი ჟურნალისტებთან საუბრის ნაცვლად იძულებული გახდა საავადმყოფოში წასულიყო...

მომდევნო დღეს მან სოციალურ ქსელებში ტრავმის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. გავრცელებული ინფორმაციით ბადუს კლინიკაში საკმაოდ დიდი დროის გატარება მოუწია და 25 ნაკერი დაადეს.