პოლი მალინაჟი ჩვეულ სტიქიაშია
Aa
Aa

პოლი მალინაჟი ჩვეულ სტიქიაშია

კონორ მაკგრეგორსა და პოლი მალინაჟის შორის არსებულ დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი აქტიურობს. რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მოკრივემ მაკგრეგორი სასტიკად გააკრიტიკა და რინგზე გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირლანდიელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონორმა მალინაჟი ნოკდაუნში ჩააგდო. პოლიმ ყველაფერი უარყო, თუმცა შემდეგ ინტერნეტსივრცეში ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ყველაფერი იდეალურად იყო ასახული.

ამერიკელი მოკრივე BEHIND THE GLOVES-თან საუბრისას სწორედ ამ საკითხს შეეხო და განაცხადა: "უცნაურია, ვიდეო რომ წაეშალა ყველაფერი დასრულდებოდა. ამის ნაცვლად იგი სხვანაირად მოიქცა და დროგამოშვებით ჩემზე ათას სიბინძურეს ამბობდა".

"უკვე მგონია, რომ ამ ბიჭს ჩემგან რაღაც სურს. კონორ, რატომ გინდა, რომ მუდამ შენზე ვფიქრობდე? მგონი საქმე ჰომოსექსუალიზმთან გვაქვს".

"ვწუხვარ ძმაო, მე ჩემი უფლებები მაქვს და ტრადიციულ ორიენტაციას ნამდვილად არ ვუღალატებ".

ცხელი ამბები