Aa
Aa

"ჰაცუ ბაშო": ტოჩინოშინმა ტურნირი მარცხით დაიწყო

დღეს სტარტი სეზონის პირველმა ტურნირმა "ჰაცუ ბაშომ" აიღო.

ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე პირველ ტურში დასავლეთის მეორე მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

დღემდე ტოჩინოშინს ჰოკუტოფუჯისთან 3 შერკინება ჰქონდა ჩატარებული და გამარჯვების მოპოვება ორჯერ მოახერხა.

კუნთის ტრავმის ფონზე ლევანი ფორმაში აშკარად არ არის, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები სხვა ორთაბრძოლებში. ეს მხოლოდ დასაწყისია.

გათამაშების მეორე დღეს ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირას, ნიშიკიგის, გაეჯიბრება. ქართველი სეკიტორი იაპონელი მებრძოლის პირისპირ დოჰიოზე 4-ჯერ გამოვიდა და სამჯერ იმარჯვა.