Aa
Aa

6 ლელო! "ლოკომოტივმა" იტალიელები გაანადგურა

კონტინენტის ფარზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის  ''ლოკომოტივმა'' ავჭალაში იტალიური ''ფიამე ორო'' 47:10 გაანადგურა.

სარაგბო მატჩში მასპინძელთა მხრიდან მეტოქე გაგა არაბულმა, გიორგი შკინინმა, ბექა წიკლაურმა (2), ზურაბ ძნელაძემ და ზვიად მაისურაძემ დაალელოვეს.

ამ გამარჯვების შემდეგ ''ლოკომოტივი'' ჯგუფის ლიდერია, თუმცა ქართული კლუბის უშუალო კონკურენტ ''კალვიზანოს'' ერთი მატჩი რჩება ჩასატარებელი. თუ 19 იანვარს ''ფიამე ორო''  ''კალვიზანოსთან'' არ დამარცხდება, ''ლოკომოტივი'' შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ფოტო: Georgian Rugby

ცხელი ამბები