Aa
Aa

ბითაძის პირველი გამარჯვება ევროლიგაზე! გოგას მორიგი ბლოკები

ევროლიგის მე-18 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედანზე სტამბულის "დარუშაფაკას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 75:74 დაამარცხა.

ევროლიგაზე ბითაძისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო. გოგამ პარკეტზე 26:31 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა, 4 დაფარება, 1 ჩაჭრა და 4 მოხსნა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 იყო.

შეხვედრამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და ტრიბუნებზე 4 ათასზე მეტი ქომაგი იყოფებოდა.

მატჩი ქულა-ქულაში მიმდინაროებდა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ეს მოგება "ბუდუჩნოსტისთვის" მე-4 გახლდათ, რის შემდეგაც ბითაძის გუნდმა ბოლო ადგილს თავი დააღწია.

ქართველ ცენტრს მომდევნო ტურში დიდი გამოცდა ელის. "ბუდუჩნოსტი" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

პ.ს. გოგამ შეხვედრის დაწყებამდე ზედიზედ 9 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები