Aa
Aa

"ჰაცუ ბაშო" იწყება! ტოჩინოშინის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია!

13 იანვარს სტარტს 2019 წლის პირველი ბაშო აიღებს. ტრადიციულად ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე იაპონური სუმოს ოფიციალურმა საიტმა ორთაბრძოლების განრიგი გამოაქვეყნა.

ბარძაყის კუნთის ტრავმის მიუხედავად ქართველი ოძეკი, ლევან გორგაძე, „ჰაცუ ბაშოზე“ მაინც გამოდის.

ტოჩინოშინი სადებიუტო შეხვედრას დასავლეთის მეორე მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის წინააღმდეგ გამართავს. ამ უკანასკნელთან ლევანს 3 შერკინება აქვს ჩატარებული და გამარჯვების მოპოვება ორჯერ მოახერხა.

გათამაშების მეორე დღეს გორგაძე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირას, ნიშიკიგის, გაეჯიბრება. ქართველი სეკიტორი იაპონელი მებრძოლის პირისპირ დოჰიოზე 4-ჯერ გამოვიდა და სამჯერ იმარჯვა.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, გაგამარუ ჯურიოს დივიზიონს დაუბრუნდა, თუმცა ბოლო ნომრადაა განთესილი და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში ისევ მაკუშიტაში დაქვეითდება.

აღსანიშნავია, რომ „ჰაცუ ბაშოზე“ თავი უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა. ტურნირს არცერთი ლიდერი აკლია და წინ საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გათამაშება გველოდება.

ცხელი ამბები