ხელბურთელთა ნაკრები მალტაში გაემგზავრა
საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება.
ქართველი ხელბურთელები მალტაში ახალ მწვრთნელთან, სერბ ჯორჯე რაშიჩთან ერთად გაემგზავრნენ.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბ ჯგუფში აზერბაიჯანის, კვიპროსისა და მალტის ნაკრებები იქნებიან.
მატჩები 11-13 იანვარს ჩატარდება.მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული იასპარეზებს.
32 ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები, მეორეადგილოსნები და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებს.