10 ოქრო სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე! ქართველი მოცურავეების წარმატება
21-22 დეკემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა ქართულმა დელეგაციამ.
ჩვენმა მოცურავეებმა ჯამში 10 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხეს!
ყველაზე წარმატებული იყო თემო კობახიძე, რომელმაც 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე ყველაზე მაღალი ქულებიც დაიმსახურა.
3 ოქროს მედალი მოიპოვა საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში ნოე ფანცხავამაც.
ტურნირში საქართველოს გარდა სლოვაკეთის, ჩეხეთის,უკრაინისა და პოლონეთის 21 კლუბი მონაწილეობდა. გამარჯვებულთა დაჯილდოვება 4 სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ხდებოდა.
მომზადებულია Georgian Swimmers Club / საქართველოს მოცურავეთა კლუბი-ის მიხედვით.