სოფია ფლორში:
Aa
Aa

სოფია ფლორში: "შოკში ჩავვარდი, როცა ავარიის ამსახველი ვიდეო ვიხილე"

მაკაუს გრან პრიზე სოფია ფლორში საზარელ ავარიაში მოყვა. გერმანელმა გოგონამ ინციდენტის შედეგად ხერხემლის დაზიანება მიიღო და 11 სათიანი ოპერაციის გადატანა მოუწია. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

18 წლის პილოტის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და სოფია ფორმულა სამში დაბრუნებასაც გეგმავს. ფლორშმა ინციდენტის შესახებ პირველად The Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: „შოკში ჩავვარდი, როცა ავარიის ამსახველი ვიდეო ვიხილე. მანქანაში ყოფნისას ყველაფერი სხვანაირად იყო. კადრებს რომ ვუყურებდი ვფიქრობდი პილოტი აუცილებლად დაიღუპებოდა“.

თავდაპირველად ტკივილი არ მიგვრძნია, რადგან ცეცხლსაქრობის ქაფით პირი და თვალები მქონდა სავსე. იმ მომენტში ჩემი მიზანი მისი თავიდან მოშორება იყო. ზუსტად ამ დროს მივხვდი, რომ ხელებს ვამოძრავებდი და ძალიან გამიხარდა, თუმცა უეცრად ზურგში ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ავარიის შემდეგ ფეხებზე გარკვეული დაზიანებები აღმენიშნებოდა, მაგრამ გადაადგილებას ვახერხებდი და მეგონა, რომ კარგად ვიყავი, თუმცა“...

 

სოფიას ძალიან გაუმართლა. დაზიანება რამდენიმე მილიმეტრის მოშორებით რომ მიეღო ცხოვრების დარჩენილი ნაწილის ინვალიდის ეტლში გატარება მოუწევდა... ეს კი 18 წლის პილოტისთვის რამხელა დარტყმა იქნებოდა თავად განსაჯეთ...

ცხელი ამბები