ენტონი ჯოშუა:
Aa
Aa

ენტონი ჯოშუა: "13 აპრილს, ლონდონში"!

13 აპრილს, ლონდონში, ენტონი ჯოშუა რინგზე კიდევ ერთხელ გამოვა. ბრიტანელი მოკრივე საჩემპიონო ქამრების შენარჩუნებას შეეცდება, საკითხავი ისაა, მისი ოპონენტი ვინ იქნება. რამდენიმე დღის წინ WBC-იმ ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის მატჩრევანში ჩატარება მოითხოვა. თუ ეს ორთაბრძოლა გაიმართა ენტონის გაცილებით სუსტი მეტოქის წინააღმდეგ მოუწევს ჩხუბი.

ბუნებრივია ეს ყველაფერი ჯოშუას არ ესიამოვნა, რაც ESPN-ის ერთ-ერთ გადაცემაში, FIRST TAKE-ში სტუმრობისას იდეალურად გამოჩნდა.

“13 აპრილს! ლონდონში! უაილდერთან ორთაბრძოლის გასამართად მზად ვარ! არ ვიცი ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთო, რომ ჩვენი დაპირისპირება შედგეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დეონტეის ფიურისთან მატჩრევანშის ჩატარება უფრო აინტერესებს! მოკრივესთან, რომელიც ჩემპიონის არცერთ ქამარს ატარებს“.

„ყველაფერი მოგვარებული მაქვს. მოლაპარაკებები დაწყებულია, არენა დაჯავშნილია, ბრძოლის თარიღი ცნობილია! ახლა საჯაროდაც ვაცხადებ, რომ 13 აპრილს ერთ-ერთ მათგანთან შერკინება მსურს. უკეთესი იქნება თუ ჩემს წინააღმდეგ დეონტეი უაილდერი გამოვა“.

„ფიურისთან ორთაბრძოლის ჩატარება დიდად არ მაინტერესებს. მსურს ჩემს წინააღმდეგ ჩემპიონებმა იჩხუბონ! ტაისონი კი ამ ტიტულს არ ატარებს“.

ცხელი ამბები