Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ჰიუსტონი - ლეიკერსი 126 - 111

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 4 შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი ჰიუსტონში შედგა, სადაც „როქეთსმა“ „ლეიკერსს“ უმასპინძლა. ტეხასელები ნელ-ნელა ფორმაში შედიან, რაც ლებრონ ჯეიმსის გუნდთან ჩატარებულ შეხვედრაშიც გამოჩნდა. მაიკ დენტონის შეგირდებმა ლოს-ანჯელესელებს 126 – 111 სძლიეს და მიჯრით მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

„ჰიუსტონს“ 50 ქულით, 10 მოხსნით და 11 შედეგიანი გადაცემით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. კლინტ კაპელამ აქტივში 16 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა. კრის პოლი 14 ქულით გამოირჩა, ხოლო ერიკ გორდონმა გუნდს 13 ქულა შესძინა.

„ლეიკერსის“ რიგებში 29 ქულით საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ. კაილ კუზმამ მატჩი 24 ქულით დაასრულა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ლენს სტივენსონმა კი გუნდს 17 ქულა შესძინა“.

სან ანტონიო - კლიპერსი 125 – 87

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო“ ჩვეულ ფორმას იბრუნებს. ტეხასელებმა წლევანდელ სეზონში მიჯრით მეოთხე თამაში პირველად მოიგეს. „სპურსმა“ ამჯერად საკუთარ მოედანზე „კლიპერსი“ მიიღო და მეტოქე ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხა.

„სან ანტონიოს“ 27 ქულით ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა. რუდი გეიმ 21 ქულა დააგროვა. დემარ დეროუზენმა კი აქტივში 14 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„კლიპერსის“ რიგებში 17 ქულით ტობაიას ჰერისი გამოირჩა. გალინარი-ბრედლის დუეტმა 15-15 ქულა მიითვალა. პატრიკ ბევერლიმ მატჩი 6 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა.

სხვა მატჩების შედეგები

ორლანდო - ჩიკაგო 97- 91

ფინიქსი - დალასი 99 - 89

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები