თუშიშვილის არასპორტული საქციელი
Aa
Aa

თუშიშვილის არასპორტული საქციელი

გურამ თუშიშვილმა გასულ კვირას ყაზახეთში ეროვნულ ჭიდაობაში მიიღო მონაწიელობა.  

კაზაკშა კურესში საერთაშორისო ტურნირის "ალემ ბარისის" ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა ბრძოლას პროტესტის ნიშნად დატოვა.

ერთ ეპიზოდში ყაზახმა ფალავანმა ილეთი შეასრულა, რაც სუფთა გამარჯვებად შეუფასეს.

თუშიშვილმა, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებამ გააღიზიანა, მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა და არც გამარჯვება მიულოცა.

გურამმა აღარც ბრძოლის ბრინჯაოს მედლისთვის გაგრძელება ისურვა.

 

ცხელი ამბები