ზაზა ფაჩულიას
Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "მილუოკისთან" დამარცხდა

ზაზა ფაჩულაის „დეტროიტმა“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო. „პისტონსი“ ამჯერად აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, „მილუოკის“ დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა.

დეტროიტელებმა ვერცერთი მეოთხედის მოგება ვერ მოახერხეს და საბოლოო ჯამში შეხვედრა 115 – 92 დათმეს.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 17 წუთი გაატარა და აქტივში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „ბაქსის“ გამთამაშებელი, ერიკ ბლედსოუ, გახდა. ამ უკანასკნელმა მატჩი 27 ქულითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. იანის ანტეტოკოუნმპომ გუნდს 15 ქულა შესძინა, ხოლო მალკოლმ ბროგდონი 14 ქულით გამოირჩა.

„დეტროიტს“ 31 ქულით ბლეიკ გრიფინმა ულიდერა. რეჯი ჯექსონმა 15 ქულა დააგროვა. ანდრე დრამონდმა კი 10 ქულასთან ერთად 8 მოხსნა გაიფორმა.

ამ წაგების შედეგად „დეტროიტს“ 13 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა. „პისტონსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები