NHL-ში ახალი გუნდი იასპარეზებს
Aa
Aa

NHL-ში ახალი გუნდი იასპარეზებს

NHL-ში მორიგი გაფართოება იგეგმება. 2021 წლიდან ჰოკეის ეროვნული ლიგის გათამაშებაში ქალაქ სიეტლის გუნდი ჩაერთვება. ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველმა საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

"სიეტლი" დასავლეთ კონფერენციის წყნარი ოკეანის დივიზიონში იასპარეზებს. ბალანსის შესანარჩუნებლად კი "არიზონა კოიოტსი" ცენტრალურ დივიზიონში გადაბარგდება.

გავრცელებული ინფორმაციით გუნდს 650 მილიონი დოლარის ოდენობის საწყისი შესატანის დაფარვა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს "ვეგას გოლდენ ნაითსმა" გაცილებით ნაკლები, 500 მილიონი დოლარი, გადაიხადა.

სიეტლი აშშ-ში სიდიდით მეთვრამეტე ქალაქია და საკუთარი გუნდი MLB-ში და NFL-შიც ჰყავს.

ცხელი ამბები