ადონის სტივენსონის მდგომარეობა სტაბილურია
Aa
Aa

ადონის სტივენსონის მდგომარეობა სტაბილურია

ადონის სტივენსონი, რამდენიმე დღეა სიკვდილს ებრძვის. უკრაინელ მოკრივესთან, ოლექსანდრ გვოზდიკთან, განცდილი ნოკაუტის შემდეგ იგი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა კანადელი მებრძოლის პრომოუტერმა სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

ივონ მიჩელმა 41 წლის სტივენსონის შესახებ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა და განაცხადა: „ადონისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პროგრესი აშკარაა, მაგრამ იგი კვლავ ხელოვნურ კომაში იმყოფება, რადგან მკურნალობამ პრობლემების გარეშე ჩაიაროს".

„მისი ოჯახის, მეუღლის და ივონ მიჩელის საპრომოუტერო ჯგუფის სახელით გვსურს თანადგომისთვის და თბილი წერილებისთვის თითოეულ გულშემატკივარს უდიდესი მადლობა გადავუხადოთ“.

"ახალ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ, მანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაკეთდება“.

შეგახსენებთ, რომ გვოზდიკმა სტივენსონი ნოკაუტში მეთერთმეტე რაუნდში ჩააგდო. დარტყმები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ადონისის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. კანადელი მოკრივესთვის ეს ბრძოლა 2010 წლის შემდეგ წაგებული პირველი დაპირისპირება აღმოჩნდა.

ცხელი ამბები