ადონის სტივენსონი განცდილი ნოკაუტის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება
Aa
Aa

ადონის სტივენსონი განცდილი ნოკაუტის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება

გუშინ 41 წლის ადონის სტივენსონმა WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონობა დაკარგა. კანადელი მოკრივე უკრაინელ. ოლექსანდრ გვოზდიკთან, დამარცხდა. ამ უკანასკნელმა გამარჯვება მე-11 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტის წყალობით მოიპოვა.

როგორც გაირკვა დარტყმების შედეგად სტივენსონმა საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

კანადელი პრომოუტერის, ივონ მიჩელის, განცხადებით ადონისი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და ინტენსიურ მკურნალობას გადის. მისი თქმით სტივენსონის სიცოცხლე დიდი რისკის ქვეშაა.

31 წლის გვოზდიკმა კარიერაში მეთექვსმეტე ორთაბრძოლა მოიგო და WBC-ის ჩემპიონის ქამარს დაეუფლა. რაც შეეხება სტივენსონს, ამ უკანასკნელმა 2010 წლის შემდეგ პირველი დაპირისპირება წააგო.

გავრცელებული ინფორმაციით ტექნიკურ ნოკაუტამდე მსაჯები ადონისს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა სტივენსონმა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო და ახლა საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვის.

ცხელი ამბები